" ბინძური ღორებით სავსე სანაგვეში ვცხოვრობთ, რომელსაც არაფერი ეშველება"

image
loading...
ავედი ახალ 51 ნომერ ავტობუსში, დავჯექი უკან აპარატთან რომ ოთხი სკამია ერთ-ერთზე. ეს ვაჟბატონი მიზის წინ (ამ წუთასაც). გაჩერებაზე გავჩერდით, უკანა კარი გაიღო, ეს არც ამდგარა ისე, კუჭავს დიდ ფურცელს და ისვრის კარებიდან. კარები იკეტება. ცოტა შოკში ვარ ამხელა კაცის უკულტურობით.

ვიცოდი, რომ აზრი არ ქონდა, მაგრამ ვერ მოვითმინე და ვკითხე, რატომ გადააგდეთ-მეთქი. პასუხი იყო არაჩვეულებრივი: "რას ჰქვია რატომ?! იმიტომ რომ ნაგავია, რათ მიმდოდა?! რას მეტლიკინები ამხელა კაცს". კაციშვილი ხმას არ იღებს არც დიდი, არც პატარა.

მე ისევ ვეუბნები: "მეც ვიცი რომ ნაგავია, უბრალოდ ზუსტად ამხელა კაცს არ შეგეფერებათ, რომ ესე მოიქცეთ, სირცხვილია!" და კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პასუხი: "თუ ესე გადარდებს, ჩასულიყავი და გადაგეგდო". ისევ არავინ იღებს ხმას.

მორალი: ბინძური ღორებით სავსე სანაგვეში ვცხოვრობთ, რომელსაც არაფერი ეშველება სანამ ეს "უფროსებს პატივი ეცი" "უფროსები" არ შეიგნებენ, რომ პატივისცემას დამსახურება უნდა!



ავტორი: თათია კირვალიძე
mediamall.geскачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 17-06-2017, 22:58
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...