ვაკო ყაზაიშვილი: ჰოლანდია მომენატრა... ის ჩემი მეორე სახლია

image
loading...
ჰოლანდიურმა საიტმა vi.nl-მა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ფორვარდ ვაკო ყაზაიშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა. "ლეგია" ევროპა ლიგის 1/16-ფინალში ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდება, რომლისთვისაც ჰოლანდიაში თამაშის დროს ყაზაიშვილს არაერთხელ გაუტანია.

ვაკომ სწორედ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და ჰოლანდიაში გატარებული პერიოდი გაიხსენა. გარდა ამისა, ვაკომ
"აიაქსის" მთავარ მწვრთნელ პიტერ ბოშზე ისაუბრა,

რომელიც მას "ვიტესში" ყოფნის დროს წვრთნიდა.

"დიახ, ჰოლანდია ძალიან მომენატრა. ჰოლანდიაში 5 წელი გავატარე და ის ჩემს მეორე სახლად იქცა. ჩემთვის "აიაქსის" წინააღმდეგ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. მსურს, ამ შეხვედრებში ყველამ ნახოს, თუ რა შემიძლია.

პიტერი ძალიან კარგი მწვრთნელია და სწორედ მისი მწვრთნელობისას მქონდა ჰოლანდიაში საუკეთესო პერიოდი. ის ჩემთვის მამასავითაა და მასთან შეხვედრა განსაკუთრებული იქნება.

"ლეგიაში" პირველი 2-3 თვე ძალიან გამიჭირდა. ეს ალბათ იმითაც აიხსნება, რომ სათამაშოდ ახალ კლუბსა და ახალ ქვეყანაში გადავედი. ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის უნდა ვიბრძოლო. ამ ბოლო დროს უკეთ ავთამაშდი და გუნდისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვხდები.

"ლეგია" ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც სათადარიგოთა სკამზეც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, შანსები "აიაქსთან" 50-50-ზეა", - განაცხადა ყაზაიშვილმა.

"ლეგიას" და "აიაქსის" პირველი შეხვედრა 16 თებერვალს ვარშავაში გაიმართება.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 9-02-2017, 03:53
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...