რომელი გუნდის გაწვრთნაზე ფიქრობს სერიოზულად მარადონა?

image
loading...
"ნაპოლის" ლეგენდარული ექსთავდამსხმელი, დიეგო მარადონა არ მალავს მომავალში ნეაპოლური კლუბის გაწვრთნის სურვილს.

მარადონა ნეაპოლელი გულშემატკივრებისთვის ნამდვილი კერპია, რადგან თავის დროზე გუნდს იტალიის ჩემპიონატი და უეფას თასი მოაგებინა.

დიეგო დღემდე აქტიურად უჭერს მხარს კლუბს, მის მატჩებს ესწრება და ცდილობს "ნაპოლის" დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. გარდა ამისა, იმედოვნებს, ერთ დღესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.

"ვიქნები თუ არა "ნაპოლის" მწვრთნელი?", - აცხადებს დიეგო.

"თუ ხალხი მოინდომებს - დიახ".

ნეაპოლელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უკვე დიდი ხანია დიეგოს კლუბში ერთ-ერთ თანამდებობაზე დანიშვნა სურს, თუმცა, ჯერჯერობით, ეს შეუძლებელია, რადგან არგენტინელს იტალიის მთავრობასთან გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 5-05-2017, 02:47
FaceBook Twitter Google
loading...

კომენტარის დამატება

    loading...