მჭედლიძის თამაში ბოლონიასთანაც საეჭვოა

image
loading...
"ემპოლის" ქართველი შემტევი, ლევან მჭედლიძე იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში, "ბოლონიასთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და წერს, რომ დიდი ალბათობით, ქართველმა, რომელმაც "სან სიროზე" ჩემპიონატის მე-6 გოლი გაიტანა, შემდეგ კი მუხლი დაიშავა, ვერც მომდევნო შეხვედრაში დაეხმარება ტოსკანურ კლუბს.

მან უკვე გამოტოვა "სასუოლოსთან" მატჩი, რომლის დასრულების შემდეგაც "ემპოლის" ფანებთან მცირე ინციდენტიც კი შეემთხვა.

"მჭედლიძის თამაში ძალზე საეჭვოა, ტოსკანური გუნდის სამედიცინო ჯგუფი ფორვარდს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება", - წერს fantagazzetta.com.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 5-05-2017, 02:42
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...