რას წერს ტრაგიკულად გარდაცვლილი 8 წლის გოგონას დედა თიკა ჩხეიძე – “ის იყო მზე”

image
loading...
„დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თიკა ჩხეიძე წერს, რომლის 9 წლის შვილი დოლიძის ქუჩაზე, დენის დარტყმის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა.

დედა ამბობს, რომ ტატა რევიშვილი განსაკუთრებული ბავშვი იყო და ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა.
„ვკითხულობ თქვენს თანაგრძნობის წერილებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეამაყება. თურმე წერილებიც გეამაყება, ეგეც გეამაყება, რომ გყავს ისეთი შვილი, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო და არა მარტო.. ტატაზე რა გითხრათ..ის ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილი კი არა, ის იყო ტატა რევიშვილი ის თვითონ ქმნიდა ამინდს, მას იცნობდნენ ყველგან და ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად, ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა, ალბათ, იმიტომ, რომ მასთან ვერასდროს მოიწყენდი..ის იყო მზე, რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას… დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის“, – წერს თიკა ჩხეიძე.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 21-08-2018, 19:15
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...