"იქ ბობოლა რომ ზის, იმისი არ შეგეშინდეთ... შემოგევლეთ შვილებო" - ბებოს ემოციური გამოსვლა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

image
loading...
"იქ ბობოლა რომ ზის, არ შეგეშინდეთ... შემოგევლეთ შვილებო" - ბებოს ემოციური გამოსვლა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ "ბასიანსა" და კლუბ "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: "პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი". საპროტესტო აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით იმართება.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე
скачать dle 10.5фильмы бесплатно

  • 12-05-2018, 21:28
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...