„გერმანიაში ქართველ პატიმარ ექიმს წავყევი სასამართლოზე... ასაუბრეს, ატირდნენ, თავი ჩახარეს...“

image
loading...
გერმანიაში მცხოვრები ხათუნა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობარს სათარგმნელად წავყევი სასამართლოზე. შემოიყვანეს პატიმარი, წაუკითხეს ბრალდება - საბუთების გაყალბება, გერმანიაში შემოსვლა ყალბი პასპორტით, ბანკის ანგარიშის გახსნა ყალბი პასპორტით, სამედიცინო დაზღვევა ყალბი პასპორტით (გერმანიაში ეს არის ძალიან სეიოზული დანაშაული). პროკურორმა - განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის 1 წელი და 5 თვვე ციხეო, მერე ადვოკატმა დაიცვა და ბოლოს ქართველი პატიმარიც ასაუბრეს: ეს მქვია, ამ დროს დავიბადე, ეს სკოლა დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მერე სამშობიაროში ვიმუშავე ექიმად, მერე სამსახური დავკარგე, ორი შვილი მყავს, ერთი ავადმყოფი, გავყიდე მანქანა და სახლი, მაგრამ მაინც ფული მჭირდებოდა, გერმანიაში პაკეტების დამტარებლად შემომთავაზეს ჯობი თუ ხორვატიული პასპორტი მექნებოდა და რა მექნა გავაყალბეო, ფოსტალიონად ვმუშაობდი და ბავშვებს ბინის ქირას ვუხდიდიო


:( მერე პაუზა, მოსამართლე აჯამემდა მონაცემებს და ბოლოს თქვა, თქვენ რომ გერმანიაში დაბადებულიყავით, ალბათ შეიძლება რომელიმე საავადმყოფოში მთავარ ექიმად გემუშავატო, რადგან სამწუხაროდ საქართველოში საშუალება ვერ იპოვეთ ავადმყოფი შვილისთვის მიგეხედათ, ევროპაში ფოსტალიონობა გადაწყვიტეთო, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის საქვიელიაო....და ბოლოს თქვა - თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცცეოდიო!!! პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა, მე სანამ ქვითინს ავტეხავდი, სასწრაფოდ დავტოვე დარბაზი....“


მოგვიანებით ხათუნა გეგეჭკორი იმასაც წერს, რომ მოსამართლემ ქართველი ექიმი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 6-05-2018, 20:20
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...