კესარია მსოფლიო კონკურსზე საქართველოს წარადგენს - „მინდა გაიგოს მსოფლიომ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არიან ლამაზი ქალები“

image
loading...
ტრანსექსუალების მსოფლიო კონკურსზე საქართველოს კესარია აბრამიძე წარადგენს. ჩვენ ამ თემაზე კესარიას ვესაუბრეთ.

- როგორ მოხდა შენი მიწვევა მსოფლიო კონკურსზე?

...- თავად დამიკავშირდნენ ამ კონკურსის წარმომადგენლები და შემომთავაზეს მონაწილეობა. შევავსე ანკეტა და დავაკავშირე ჩემს პროდიუსერს. მათ აინტერესებდათ ვიდეო რგოლები, რადგან ფოტოებში დღეს ყველა ლამაზია, ყველაზე უშნოც კი. გადავუგზავნეთ ვიდეორგოლი უმაკიაჟოდ და საცვლებში. მოითხოვეს წონა, პარამეტრები, ასაკი, ინფორმაცია საქმიანობაზე. 5 დღეში მეილზე მოსალოცი წერილი მივიღე, სადაც ეწერა, რომ მე ოფიციალური წამომადგენელი ვარ საქართველოდან ამ კონკურსზე.

- როგორც მივხვდი, წინასწარი შესარჩევი ტური არ ყოფილა, სხვა ქვეყნებიდანაც ასე არჩევენ კონკურსანტებს?

- ჩვენს ქვეყანაში არ ტარდება მსგავსი კონკურსი და ამიტომ პირდაპირ შემომთავაზეს. დიდი შანსები გაქვსო, მითხრეს ორგანოზატორებმა.

- როდის გაიმართება კონკურსი?

- ოქტომბრის თვეში. მანამდე დიდი დროა მოსამზადებლად.

- შენ რომ არ გიყვარს როცა შენს ინტერვიუებში ტრანსექსუალს ვუთითებთ... ახლა ტრანსექსუალების კონკურსში მონაწილეობ...

- არ მიყვარს, მართალია. ამიტომ არ მინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. ზოგადად სილამაზის კონკურსებში არასდროს გამოვსულვარ. არც სურვილი მქონდა და არც ამბიცია. მაგრამ საქართველოდან ძალიან ბევრი ქალი წასულა მსოფლიოს სილამაზის კონკურსზე და არასდროს არ გაუმარჯვია. ასე რომ, მთავარია სილამაზე ვაჩვენო და ტრანსების კონკურსი ერქმევა თუ რამე სხვა, მნიშვნელობა არ აქვს.

- გადაწვიტე დაამტკიცო ის სტერეოტიპი, რომ საქართველოში ერთი ლამაზი ქალია და ისიც ტრანსექსუალია?

- (იცინის) იქნებ მე ვცადო და ვასახელო საქართველო. მინდა გაიგოს მსოფლიომ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არიან ლამაზი ქალები. ამ კონკურსში მონაწილეობით არაფერს წავაგებ.

- როგორ აფასებ შენ შანსებს?

- ძალიან ლამაზი კონკურსანტები არიან, პლასტიკურ ქირურგიასთან დამეგობრებულები. ჩვენს ქვეყანაში არ არის ასე განვითარებული პლასტიკური ქირურგია. ჩემი ფიშკა ის არის, რომ ბუნებრივად ლამაზი ვარ, სახეზე არანაირი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული.

- როგორ ფიქრობ, სხვა ქართველი ტრანსექსუალები არ გამოთქვამენ პროტესტს, უკონკურსოდ რომ მიდიხარ მსოფლიო კონკურსზე?

- კონკურსის ორგანიზატორები სილამაზეს ეძებენ, ასე რომ, სხვა სილამაზე რომ ეპოვნათ ჩვენს ქვეყანაში მათ შესთავაზებდნენ.

- საცურაო კოსტიუმითაც მოგიწევს გამოსვლა...

- მერე რა, „პროფილში“ ტანგით ვიყავი და...

ნინო მჭედლიშვილი
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 9-03-2018, 00:22
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...