"მოგაჭრით თავებს, თქვენს ოჯახებში მოგაჭრით თავებს" - ორგანიზაცია "ზნეობის" წევრები ტრანსგენდერ ქალებს

image
loading...
იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავი აქცია - "მე ვარ ქალი - აღიარე!" მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია ქალთა მოძრაობა. როგორც ქალთა მოძრაობაში აღნიშნავენ, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა.

ისინი მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავ მინიჭების ოპერაციის ცნობას.

აღნიშნული აქციის კონტრაქციას იუსტიციის სახლთან ორგანიზაცია "ზნეობის" წარმომადგენლებიც მართავენ.

ტერიტორიაზე მობილიზებულია შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული ეკიპაჟი, რომლებსაც ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული, რათა კონტრაქციის მონაწილეებს შორის რაიმე დაპირისპირებას არ ჰქონდეს ადგილი.
ავტორი: ნიკა საჯაია


скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 8-03-2018, 22:30
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...