9 წლის გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 60 ათასი ბავშვის გადარჩენა შეძლო

image
loading...

პატარა ამერიკელი გოგონა რეიჩელი საკუთარი მე-9 დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, როცა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ლექციაზე მოხვდა, სადაც მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის პრობლემებზე - მათ შორის უწყლობაზე - იყო საუბარი. აქ რეიჩელმა პირველად მოისმინა, რომ აფრიკაში არსებობს ქვეყნები, სადაც ათასობით ბავშვი ბინძური წყლის მოხმარების გამო ინფექციური დაავადებით იტანჯება. რეიჩელმა ამ ბავშვების დახმარება გადაწყვიტა.

დედის დახმარებით რეიჩელი დარეგისტრირდა საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე, სადაც საკუთარი გვერდი შექმნა. გოგონა გვერდის ყველა ვიზიტორს სთხოვდა, არ ეჩუქებინათ მისთვის დაბადების დღის აღსანიშნავი საჩუქარი, არამედ შეეწირათ ფული ბავშვებისთვის, რომლებიც აფრიკაში უწყლობით და ეპიდემიით იტანჯებიან. მას უნდოდა 300 დოლარის შეგროვება, რათა ამ ფასად 15 ბავშვს მაინც შეძლებოდა სუფთა წყლის მიღება. სამწუხაროდ, მხოლოდ 11 ბავშვის სამყოფი თანხა შეგროვდა. ამ ფაქტმა რეიჩელი დაადარდიანა.

მალე ამერიკა შეძრა ცნობამ უბედური შემთხვევის შესახებ: სიეტლის ერთ-ერთ მაგისტრალზე ერთმანეთს 20 ავტომანქანა შეეეჯახა. ავტოკატასტროფაში რეიჩელი ოჯახთან ერთად მოყვა. პატარა გოგონა ხერხემლის მრავლობითი მოტეხეილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ამბის გაგების შემდეგ სკოტ ჰარისმა, რომლის ლექციაც თავის დროზე რეიჩელმა მოისმინა, კვლავ გახსნა გოგნას გვერდი. გვერდზე ფულადი შემოწირულობების ნაკადი არ წყდებოდა. ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რეიჩელის გვერდზე გულისამაჩუყებელ წერილებს წერდა. შეგროვებული მილიონ 200 ათასი დოლარით 60 ათასი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

ამის შემდეგ მსოფლიომ გაიგო ამბავი გოგონაზე, რომელმაც ორჯერ შეიჭრა თმა იმისთვის, რათა ის ეჩუქებინა კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად. და მსოფლიომ შეიტყო, თუ როგორ გადაარჩინეს დაღუპული რეიჩელის ორგანოების გადანერგვის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლე. სიეტლში, პატარა რეიჩელის მშობლებს მთელი სტადიონი ფეხზე ადგომითა და ოვაციით შეეგება. ეს იყო მადლიერების გამოხატულება იმისთვის, რომ აფრიკის 253 სოფელში ადამიანები უწყლობითა და ეპიდემიით აღარ დაიტანჯებიან. ასე რომ, ერთი პატარა სიცოცხლის დასრულებამ მთელი კაცობრიობა დააფიქრა ძალიან მნიშვნელოვანზე - ქველმოქმედებასა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე. როცა გოგონას მშობლები გზაზე აღმართულ ჯვართან გაივლიან, ფიქრობენ, რომ რეიჩელი მათთვის იღიმება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 13-02-2018, 13:04
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...