სიკვდილამდე დამტკიცებული ახალი როლი ბაქოში - ზუზუ ბეჟაშვილს დღეს დაკრძალავენ

image
loading...
მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილს დღეს, მუხათგვერდის სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.

ახალგაზრდა არტისტის გარდაცვალებას ქართულ შოუ-ბიზნესში და არა მხოლოდ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ტელეწამყვან მაკა რაზმაძის ცნობით, ზუზუ ბაქოში ახალ როლზე დაამტკიცეს, თუმცა მსახიობი სამწუხაროდ მის შესრულებას ვეღარ შეძლებს:
"ზუზუ ბეჟაშვილი ბაქოში როლზე დაამტკიცეს... დღეს მოვიდა პასუხი...
ხვალ დაკრძალვაა 14 საათზე... ასე დასრულდა ეს ამბავი" - წერს სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, მაკა რაზმაძე.
ზუზუ ბეჟაშვილი 16 აგვისტოს, ღამე, დოლიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში, გარდაცვლილი იპოვეს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 21-08-2018, 18:38
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...