7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

image
loading...
ვერძი
ტრავმები გემუქრებათ და არ გამოირიცხება, საავადმყოფოში მოხვდეთ. საჭმლის მომნელებელი სისტემა თქვენი ყველაზე სუსტი ადგილია. ვარსკვლავები გირჩევენ, დაიწყოთ დაბალანსებული დიეტა და მოერიდოთ ტკბილეულის მიღებას.


კურო
ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მწვანე შუქი გელოდებათ. განავითარეთ საკუთარი ბუნებრივი ნიჭი, აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები, ისწავლეთ - ახლა ამ ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა.


ტყუპები
თქვენი საქმეების უმეტესობა - უბრალოდ, თამაშია. სინამდვილეში არ გსურთ, საკუთარი გული რჩეულს გადაუშალოთ, ამიტომ თქვენი ურთიერთობები გართულდება. ურთიერთგაგების მისაღწევად, დიდი დრო დაუთმეთ გარშემომყოფებს და გაითვალისწინეთ მათი მოსაზრებები.


კირჩხიბი
ამ დღეს მხიარული და უზრუნველი კირჩხიბები მიხვდებიან, რომ ცხოვრება არა მხოლოდ ოპტიმიზმი და გაუთავებელი გართობაა, არამედ ეს არის რუტინა და ყოველდღიური შრომა. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ თქვენს მეუღლეს მარტო უწევს ყოველდღიურ საკითხებთან გამკლავება და მატერიალური უზრუნველყოფა, ასევე, იმ პრობლემების მოგვარება, რომლებსაც თქვენ უქმნით.


ლომი
მნიშვნელოვანი დავალების გადაწყვეტას დაგეგმავთ. ნაცნობობა საკმაოდ მხიარულად შედგება, ხოლო საზეიმო ღონისძიება თქვენთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდება. შეგიძლიათ, დაკავდეთ დოკუმენტების გაფორმებით, იურიდიული საკითხებით, გაიაროთ გასაუბრება სამსახურთან დაკავშირებით, ჩაატაროთ აქციები საკუთარი პროდუქციის გასაყიდად და ა.შ.


ქალწული
პირად გამოცდილებას ყოველდღიური საქმეების შესასრულებლად გამოიყენებთ, რომელსაც არცთუ ისე დიდი მნიშვნელობა ექნება. ნებისმიერ სიტუაციას მარტივად მოერგებით და შეეგუებით, თან ისე, რომ დარჩებოდით ის, რაც ხართ. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ უფრო ყურადღებიანი და დაკვირვებული, საკუთარ ძალისხმევაშიც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, მუდმივად გაღიზიანებული იყოთ.


სასწორი
ამ დღეს სიურპრიზები გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელი ამბავი შეიტყოთ. არ გამოირიცხება, ეს ახალი ამბავი თქვენთვის დაუჯერებელი აღმოჩნდეს. გამოიჩინეთ სიფრთხილე ინფორმაციასთან მიმართებაში. შეინახეთ ის საიდუმლოდ, თუ არ გსურთ, უახლოეს მომავალში უსიამოვნება შეგემთხვათ. დაკავდით საოჯახო საქმეებით და მოიშორეთ ძველი ნივთები.


მორიელი
ამ დღეს არაპროგნოზირებადი, სწრაფი და ცვალებადი იქნებით. ამიტომ ოჯახური ცხოვრება შესაძლოა, საკმაოდ უცნაური და მოულოდნელი აღმოჩნდეს თქვენი პარტნიორისთვის. თქვენთვის აუცილებელია, შეიქმნათ პირადი სივრცე, რომელშიც ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი ვერ შეაღწევენ.


მშვილდოსანი
ამ დღეს ახალი ინტერესი გაგიჩნდებათ. შესაძლოა, ასტროლოგიამ, გეოლოგიამ ან ფსიქოლოგიამ გაგიტაცოთ. მიზნის მისაღწევად არა მხოლოდ უნდა იმოქმედოთ, არამედ იოცნებოთ. არა მხოლოდ დაგეგმოთ, არამედ დაიჯეროთ.


თხის რქა
ძალიან ბევრი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებამდე დარწმუნდით საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში.


მერწყული
შესაძლოა, დიპლომატიურ მიღებაზე ან ელიტურ კლუბში გემრიელი საჭმლით გაცდუნონ. თან გადამეტებულმა ჭამამ შესაძლოა, თქვენს ორგანიზმს სტრესული რეჟიმი შეუქმნას. არ დაგავიწყდეთ ზომიერების დაცვა. შეეცადეთ, ალკოჰოლი არ მიიღოთ. თქვენთვის დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული ღვინო, ისიც რამდენიმე ჭიქა.


თევზები
ამ დღეს მოდუნება და დასვენება მოგინდებათ. ნუ დაისახავთ დიდ გეგმებს როგორც სახლში, ისე სამსახურში, რადგან თქვენი შრომისუნარიანობა დაქვეითდება. უფრო მეტი დრო დაუთმეთ პროექტებისთვის მომზადებას. ჩაატარეთ განტვირთვის დღე ან გაწმენდითი პროცედურები.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 6-05-2018, 22:28
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...