25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

image
loading...
ვერძი
გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელად, დიდ წვეულებაზე მიგიწვიონ. თუ კომპრომისს გამოიჩენთ, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში არსებული გეგმები წარმატებით შეასრულოთ. ახლა ყველაზე მეტად დიპლომატიური ნიჭი გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ დროულად გაჩუმების უნარმა შეიძლება დიდ საფრთხეს აგარიდოთ.


კურო
გახსოვდეთ, მოუცლელი და საქმიანი ადამიანიც შეიძლება თავს უვლიდეს და შესანიშნავად გამოიყურებოდეს. ეს თვისება ახლა ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს და მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. შესაძლოა, დიეტოლოგის დახმარებაც დაგჭირდეთ, რადგან დროა, კვების რეჟიმსა და გარეგნობას მეტი დრო დაუთმოთ. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული, მწვანილი და რძის პროდუქტები და ნუ დაივიწყებთ სამკურნალო მასაჟისა და ნიღბების შესახებ.


ტყუპები
ეს დღე სიწმინდეს, სამართლიანობასა და ჰარმონიას განასახიერებს, რომლის დარღვევამაც შეიძლება ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს. გამორიცხულია ხმამაღალი საუბარი, მით უმეტეს ყვირილი და ჩხუბი. ეცადეთ, მენიუდან ცხოველური საკვები ამოიღოთ და ხილითა და ბოსტნეულით შეავსოთ.


კირჩხიბი
შესაძლოა, მარტოხელა კირჩხიბი შეხვდეს ადამიანს, რომელიც მის ცხოვრებას გაალამაზებს, თუმცა საქმე ქორწინებამდე არ მივა. საქმე ის გახლავთ, რომ კირჩხიბს პოტენციური ცხოვრების მეგზურის მიმართ დიდი მოთხოვნები აქვს, ამიტომ წლები გავა, სანამ ის სასურველ ადამიანს აღმოაჩენს. კირჩხიბს შეცდომის დაშვების ეშინია, რადგან წარუმატებელმა ქორწინებამ შეიძლება მისი ცხოვრება მთლიანად დაანგრიოს. გახსოვდეთ, საოცნებო პრინცი და პრინცესა რეალობაშიც არსებობს და მის ამოსაცნობად თეთრი რაში ან ბროლის ფეხსაცმელი საჭირო არაა. მხოლოდ საკუთარ გულსა და ინტუიციას უნდა მიენდოთ.


ლომი
კარგი დღეა საზოგადოების სამსჯავროზე საკუთარი შემოქმედებითი მიღწევების წარსადგენად (ეს როგორც შოუბიზნესს, ისე სხვა სახელოვნებო სფეროებსაც ეხება). კარგი იქნება, თუ მაღაზიებს დაივლით და ისეთ ტანსაცმელს შეარჩევთ, რომელიც თქვენს ბოლოდროინდელ ცვლილებებს საუკეთესოდ წარმოაჩენს. წარმატებული დღეა კოსმეტიკურ სალონში ვიზიტისთვისაც.


ქალწული
საკუთარი მომხიბვლელობის წყალობით, სასიყვარულო ფრონტზე არაერთ წარმატებას იზეიმებთ. მოსალოდნელია ფულის ხარჯვა. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი დასკვნებისა და მოქმედებებისგან. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ცოტა დაიცადეთ. ეს გაფრთხილება განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობასა და ფულის ხარჯვას ეხება.


სასწორი
გაუთვალისწინებელი მოვლენები გეგმებს ჩაგიშლით. ვარსკვლავები გირჩევენ, ექსპრომტად იმოქმედოთ. ეს დღე კარგია ახალი ნაცნობობისთვის.


მორიელი
ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებით მიმზიდველი იქნებით. თქვენი სექსუალური მიმზიდველობა ამაღლდება და საპირისპირო სქესის მქონე ადამიანებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას. დროა, გარდერობის შეცვლაზე იზრუნოთ.


მშვილდოსანი
ქალი მშვილდოსნები ახალი რომანტიკული გატაცების საჭიროებას იგრძნობენ და მზად იქნებიან, მსუბუქი ფლირტისთვის, რომელიც შესაძლოა, საბოლოოდ ღრმა გრძნობებში გადაიზარდოს. დაივიწყეთ წარსული წარუმატებლობები და დაიწყეთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან.


თხის რქა
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იქნება, თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით ექიმთან ვიზიტი არ გაწყენთ. ეს დღე შესანიშნავია ოჯახური წვეულებების მოსაწყობად. თუკი ჯერ დაოჯახებული არ ხართ, ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ეს დღე კარგია დასაქორწინებლადაც.


მერწყული
ამ დღეს ოჯახური ბედნიერება გელოდებათ. ბავშვები იმედებს არ გაგიცრუებენ, პირიქით, მათთან დაკავშირებით ყველა იმედი გამართლდება. ნებისმიერ შემთხვევაში ვარსკვლავები გირჩევენ, საიმედო პარტნიორად დარჩეთ, შეასრულოთ დანაპირები და არ დაარღვიოთ კანონი. ამგვარად ეს დღე ნაკლები გართულებებით ჩაივლის.


თევზები
კონფლიქტური დღე გელოდებათ. შესაძლოა, სამუდამოდ დაშორდეთ საყვარელ ადამიანს ან ცხოვრების ყველა პოტენციური თანამგზავრი დააფრთხოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ენას კბილი დააჭიროთ, განსაკუთრებით ემოციური აღელვების დროს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 24-01-2018, 21:17
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...