როგორ იპარავენ ბოთლით მანქანებს ?

image
loading...
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ავტომობილის მოსაპარად ვინმეს მაღალტექნოლოგიური გეგმა ან ძალები ჭირდება, ძალიან ცდებით. მრავალი სტატია დაიდო ახალ–ახალი ხრიკების შესახებ, სადაც ავტომობილების მარტივი გზით მოპარვის შესახებ გვატყობინებდნენ, თუმცა კრიმინალურმა პირებმა შეიმუშავეს "კიდევ ერთი" მარტივი გეგმა ავტომობილის სწრაფად მოპარვის მიზნით, რაშიც მხოლოდ პლასტმასის ბოთლს გამოიყენებენ.



ალბათ გაოცდით, მაგრამ დიახ, მხოლოდ ერთი პლასტმასის ბოთლი! დეტალებზე საუბრობს ერთ-ერთი პოლიციელი:

როგორ იპარავენ ბოთლით მანქანებს ?


პოლიციის რჩევა–განმარტებით, ქურდი წინასწარ დებს ერთ–ერთი უკანა საბურავის შიგნით პლასტმასის ცარიელ ბოთლს. როდესაც მძღოლი ჯდება ავტომობილში, რთავს ძრავს და იწყებს მოძრაობას, გამოიყოფა გაურკვეველი და უცნაური ხმები. ბუნებრივია, რომ დაბნეული მძღოლი დაამუხრუჭებს, გადმოვა ავტომობილიდან და დაიწყებს მანქანის ირგვლივ ხმაურის "წყაროს" ძიებას. არსებული სიტუაციით კი სარგებლობს ახლოს ჩასაფრებული ქურდი, ჯდება ავტომობილში და იტაცებს მას.

ავტომობილის გატაცების მსგავსი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ სამართალდამცავები მეტი სიფრთხილისკენ, რომ აუცილებლად მოვახდინოთ ავტომობილის ვიზუალური დათვალიერება მანამ, სანამ ჩავჯდებით და ძრავს ჩავრთავთ.

ვინც აქამდე არ იცოდით, ავტომობილების მოპარვის მოძველებული ვერსიებია– ბამპერში ლუდის ან წვენის თუნუქის ქილების ჩადება (ჩამოკიდება), რაც იწვევს გაურკვეველ ხმაურს; ასევე საქარე მინაზე პერანგის დადება; უკანა მინაზე ქაღალდების დადება ცუდი ხილვადობის შესაქმნელად და სხვა.

საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ავტომობილი გააჩერეთ მხოლოდ ხალხმრავალ ადგილას, თუმცა უჩვეულო შემთხვევების დროს, ნუ დატოვებთ კარს ღიას და გასაღებიც თან იქონიეთ. მშვიდობას გისურვებთ!
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 9-12-2017, 13:43
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...