128 წლის მოხუცი ამტკიცებს, რომ ის ადოლფ ჰიტლერია

image
loading...
128 წლის მოხუცი, რომელიც ცხოვრობს არგენტინაში ამბობს, რომ ის ადოლფ ჰიტლერია და უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში იმალებოდა. ინტერვიუში გერმანელი ემიგრანტი აცხადებს, რომ არგენტინაში ჩამოვიდა 1945 წელს სახელით "Herman Guntherberg”.
"მე მაბრალებდნენ უამრავ დანაშაულს, რომელიც არ ჩამიდენია. რის გამოც მე გავატარე ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი ებრაელებისგან მალვაში, ასე რომ მე უკვე მოვიხადე სასჯელი”.
ეს ადამიანი ამბობს, რომ მალე დაწერს ავტობიოგრაფიულ წიგნს სადაც ყველაფერს ნათელს მოფენს.
"მე ცუდ ადამიანად მთვლიან მხოლოდ იმიტომ, რომ წავაგე ომი. როდესაც ხალხი წაიკითხავს ნამდვილ ისტორიას, რომელსაც მე დავწერ მაშინ შეეცვლებათ აზრი ჩემზე.”
ის ამბობს რომ მისი წიგნი ადოლფ ჰიტლერის სახელით იქნება დაწერილი და სექტემბერში გამოიცემა.
მისი 55 წლის ცოლი ამბობს: "მას ხანდახან ავიწყდება თუ ვინ ვარ მე, ვინ არის ის და სად იმყოფება. ის ხანდახან ტრანსში, ექსტაზში იმყოფებოდა და იწყებდა ლაპარაკს ებრაელებზე და დემონებზე, შემდეგ კი უბრუნდებოდა ნორმალურ მდგომარეობას.”
მისი აზრით, ქმარს, რომელიც ადრე ნაცისტი იყო, სინდისი აწუხებს, როდესაც თავის წარსულს იხსენებს და, რა თქმა უნდა, ის არ არის ჰიტლერი.
euroline.ge
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 14-09-2017, 01:43
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...