„უდედოდ გაზარდა და ახლა მამამ უნდა დააყაროს მიწა...“ - საზარელი კადრები რიკოთიდან, სადაც მომხდარ ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

image
loading...
გუშინ დილით, რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში, რომელსაც გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები ისხდნენ. ავარიის შედეგად, 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ადგილზევე გარდაიცვალნენ. ერთი კი ხაშურის საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა და-ძმა როლანდ და მზიკო ქანთარიები, ასევე როლანდ ქანთარიას მეუღლე ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე და მათი ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ნაბაკევიდან იყვნენ, და-ძმა ქანთარიები თბილისში დაიბანდნენ და უდედოდ გაიზარდნენ.

როგორც გარდაცვლილი ქანთარიების მამიდაშვილი, მარია ფარფალია წერს, ქანთარიების ოჯახის რძალი, ორსულად იყო და კიდევ ერთი შვილი სახლში ჰყავდათ დატოვებული.

"მამიდაშვილის ოჯახი ავარიაში მოყვა. არცერთი გადარჩა, 23 წლის ბიჭი, მისი ცოლი და წლინახევრის პატარა, და 19 წლის და... ვაი მასეთ გადარჩენას, უდედოდ გაზარდა და ახლა მამამ უნდა დააყაროს მიწა. ღმერთო რა უსამართლობაა. თქვენ მოგიკვდით მე, ეს არ მესმის" - წერს მამიდაშვილი.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 28-01-2018, 22:07
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...