ახალი Land Cruiser Prado - ყველაზე სანდო ავტომობილი უკვე საქართველოშია

image
loading...
მწვადი და თონის პური ბუნებაში, თეატრალური წარმოდგენები და გემოვნებიანი ცოცხალი მუსიკა - ამ ფონზე წარუდგინა სტუმრებს ტოიოტა კავკასიამ ახალი ლენდ კრუიზერ პრადო.

მხიარულების და გართობის პარალელურად, შატო მუხრანში შეკრებილ ჟურნალისტებს უახლესი მანქანის გატესტვის საშუალებაც ჰქონდათ. სტუმრები თავად დარწმუნდნენ „Toyota Land Cruiser Prado“-ს უპირატესობებში.


ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ტოიოტამ მომხმარებელზე იზრუნა და მაღალი გამავლობის პრადო კიდევ უფრო გააუმჯობესა.
„Toyota Land Cruiser Prado“ უგზოობის პირობებში ნამდვილად შეუდარებელია. მისი გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი Torsen Limited Slip (LSD).
გამძლეობა, დეფორმაციისადმი მედეგობა, ჩარჩოიანი ძარის მეთოდით აგებული უნიკალური კონსტრუქცია და ინსტრუქციებისა და ტექნიკური მხარდაჭერის არაჩვეულებრივი კომბინაცია - ეს ახალი პრადოს უპირატესობების არასრული ჩამონათვალია/
განახლებული მულტი-რელიეფული სისტემა (MTS - Multi-terrain Select System) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა „AUTO Mode-ის“ (ავტომატური რეჟიმი) დამატებით, რომელიც ავტომატურად ირჩევს რელიეფის შესაბამის კონფიგურაციას. ხოლო 5-სიჩქარიანი(1-5 კმ/სთ) ნელი სვლის მაკონტროლებელი „ცოცვის კონტროლი“ (Crawl Control), კი უზრუნველყოფს ყველაზე რთული ბარიერების უსაფრთხო გადალახვას. ავტომობილს ასევე დაემატა „Multi-terrain Monitor“ რომელიც მოიცავს როგორც ძარის ქვეშ ხედვის, („Underfloor View“), ასევე პანორამული ხედვისა („Panoramic View“), ფართო უკანა ხედვისა („Wide Rear View“) კამერებს. სისტემა აგრეთვე აღჭურვილია წინა ხედვის („Front View Rotation“) როტაციის ფუნქციით.

ახალი Land Cruiser Prado - ყველაზე სანდო ავტომობილი უკვე საქართველოშია


უგზოობის პირობებში მოძრაობისას წინა მხარის ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დიუიმიანი, ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი, გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი და გადაცემასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული პანელი.
„Toyota Land Cruiser Prado“ -ს მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც დიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2 და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ 4.2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს მოიცავს.
ასევე, ავტომობილში დაგხვდებათ წინა სავარძლის გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი.

ახალ მოდელში შეცვლილია ექსტერიერიც და ინტერიერიც. ახლებური, უფრო თანამედროვე და გამოკვეთილი სტილი, კიდევ უფრო დახვეწილი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერის დიზაინი, გაუმჯობესებული დინამიური მაჩვენებლები და მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი შესაძლებლობები, როგორც ნორმალურ, ასევე უგზოობის პირობებში. განახლებულია საჭე, რომელიც „Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელების საჭეების მსგავსია.
ახალი „Toyota Land Cruiser Prado“-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და „Premium Beige“.
ახალი Land Cruiser Prado - ყველაზე სანდო ავტომობილი უკვე საქართველოშია


მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის შეძენა მსურველებს ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან, ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრი თეგეტაში შეუძლიათ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ავტომობილის ფასებისა და კომპლექტაციის შესახებ, ეწვიეთ ტოიოტას ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.toyota.ge
როგორც ახალი პრადოს შესაძლებლობების გაცნობისას ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა, ამ ავტომობილს მხოლოდ ერთი მინუსი აქვს - ძალიან გინდება!

ახალი Land Cruiser Prado - ყველაზე სანდო ავტომობილი უკვე საქართველოშია
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 15-11-2017, 12:31
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...